2024 წლიდან კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკლებს ჩაიბარებს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, იტალიელი სპეციალისტი სამხრეთ ამერიკულ ნაკრებში მუშაობას 2024 წლის ივნისიდან შეუდგება.
აღნიშნული ინფორმაცია ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ედნალდომაც დაადასტურა.
BREAKING: Carlo Ancelotti will become new Brazilian national team head coach starting from June 2024. 🚨🟢🟡🇧🇷
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 5, 2023
CBF president Ednaldo just confirmed that Ancelotti will be new manager of Brazil “starting from Copa America 2024”.
Carlo will respect his contract at Real Madrid. pic.twitter.com/pu4AO9m5eZ
საინტერესოა, რომ თავდაპირველად კარლო ანჩელოტიმ ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრების ჩაბარებას არ აპირებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ "პენტა კამპეონესის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანი და პეპ გვარდიოლაც განიხილებოდა.