Belive

2023 წელს რონალდუზე მეტი გოლი არავის გაუტანია

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთის პრო ლიგის მე-17 ტურში ,,ალ ნასრმა'' ,,ალ იტიჰადს'' 5:2 მოუგო.

მატჩში დუბლი გაიფორმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელსაც 2023 წელს 53 გოლი დაუგროვდა.

პორტუგალიელმა წელს გატანილი გოლების რაოდენობით კილიან მბაპესა და ჰარი კეინს (52-52) გადაუსწრო და მიმდინარე წლის საუკეთესო ბომბარდირებს შორის პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

კრიშტიანუს ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში 10, ,,ალ ნასრის'' შემადგენლობაში კი 43 გოლია.

2023 წლის საუკეთესო ბომბარდირები:

  1. კრიშტიანუ რონალდუ - 53 გოლი

  2. კილიან მბაპე - 52 გოლი

  3. ჰარი კეინი - 52 გოლი

  4. ერლინგ ჰოლანდი - 50 გოლი

  5. ხერმან კანო - 40 გოლი

  6. დენი ბუანგა - 40 გოლი

  7. სანტიაგო ხიმენესი - 39 გოლი

  8. რომელუ ლუკაკუ - 39 გოლი

  9. ბარნაბას ვარგა - 38 გოლი

  10. ლაუტარო მარტინესი - 37 გოლი

სხვა სტატიები