Belive

2018 წლის საუკეთესო ლეგიონერი ეროვნულ ლიგაში ბრუნდება 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ჩემპიონატის ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი ეროვნულ ლიგაში ბრუნდება. ტირასპოლის "შერიფში" იჯარის წესით გატარებული ერთი წლის შემდეგ, 2018 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერი ლეანდრო რიბეირო მოლდოვურ კლუბში არ დარჩება და გორის "დილაში" დაბრუნდება. "შერიფში" ერთი წელი გავატარე და აქ ძალიან ბედნიერი ვიყავი. ყველა დიდი პატივისცემით მეპყრობოდა და ეს ფეხბურთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მომწონს ამ კლუბში არსებული ატმოსფერო. მადლობელი ვარ, რომ აქ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მომეცა. სამწუხაროდ, უფრო მეტის გაკეთება ვერ მოვახერხე. აქ ჩემს მეგობრებს ვტოვებ და თან სასიამოვნო მოგონებები მიმაქვს, იმედია, ისევ შევხვდებით. "შერიფი" მოლდოვის საუკეთესო გუნდია. საქართველოსა და მოლდოვის ჩემპიონატების შედარება ჩემთვის ძალიან რთულია. სათამაშო სტილი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია. საქართველოში დაცვაში უფრო ხისტად თამაშობენ, შეტევაში კი აგრესიულად",-ამბობს ბრაზილიელი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას. რიბეირომ "შერიფთან" ერთად ჩემპიონატისა და თასის მოგება მოახერხა, 29 შეხვედრაში ითამაშა და 7 გოლი გაიტანა, მათ შორის თასის ფინალში.

სხვა სტატიები