Belive

"2004/05 წლების სეზონის ჩელსი დაუმარცხებელ არსენალს ჯობდა" - ჯონ ტერი

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ვეტერანმა ჯონ ტერიმ ისტორული ტრიუმფიდან 20 წლის შემდეგ Telegraph-თან ისაუბრა და პრემიერ ლიგის საუკეთესო სეზონებზე გაამახვილა ყურადღება, ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველის თქმით 2004/05 წლების "ჩელსი", 2003/04 დაუმარცხებელ "არსენალს" ჯობდა.

არამგონია, რომ 2004/05 სეზონის "ჩელსის" და დაუმარცხებლებს შორის რაიმე შედარება არსებობდეს. ვფიქრობ, ჩვენ ბევრად უკეთესი გუნდი ვიყავით. ერთი თამაში წავაგეთ, ისიც "მანჩესტერ სიტისთან", რომელიც არანაირად არ უნდა დაგვეთმო, "არსენალმა" კი როდესაც პრემიერ ლიგა წაგების გარეშე დაასრულა 12 მატჩი ფრედ ითამაშა. - ჯონ ტერი

2004 წელს "ჩელსიში" მთავარ მწვრთნელად მოურინიო დაინიშნა, რომელმაც კლაუდიო რანიერი შეცვალა, იტალიელმა "ჩელსი" დაუმარცხებელი "არსენალის" სეზონში მეორე ადგილზე გაიყვანა.

2004/05 წლების სეზონში კი ჟოზე მოურინიომ 95 ქულა დააგროვა - 29 მოგება, 9 ფრე, 1 მარცხი. 72 გატანილი და 15 გაშვებული გოლით.

2003/04 წლების სეზონში "არსენალმა" 90 ქულა დააგროვა - 26 მოგება და 12 ფრე. მათ გაიტანეს 73 გოლი და გაუშვეს 26.

სხვა სტატიები