Belive

20 წლის წინ | რეალმა რონალდო შეიძინა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2002 წლის 31 აგვისტოს, მადრიდის "რეალმა" ფენომენად წოდებული ბრაზილიელი ფორვარდი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, რონალდო შეიძინა. მის სანაცვლოდ, მადრიდულმა გრანდმა "ინტერს" €26.5 მილიონი გადაუხადა.

რონალდოსთან დაკავშირებით, ორ მხარეს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკება მიმდინარეობდა - ტრანსფერი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე გაოფიციალურდა.

ისევე როგორც ყველა კლუბში, რონალდოს "რეალშიც" შესანიშნავი შედეგები ჰქონდა - 177 შეხვედრაში, მის ანგარიშზე 103 გოლი და 34 საგოლე გადაცემაა.

შესანიშნავი მონაცემებისა და ინდივიდუალური შედეგების მიუხედავად, რონალდოს გუნდური წარმატებები ნამდვილად აკლდა. 5 სეზონის განმავლობაში, ბრაზილიელმა ფორვარდმა "სამეფო კლუბის" მაისურით ლა ლიგა (2), ესპანეთის სუპერ თასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.

იხილეთ რონალდოს საუკეთესო გოლები რეალის მაისურით

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, ბრაზილიელი ლეგენდა "რეალ ვალიადოლიდის" პრეზიდენტის პოსტს იკავებს.

სხვა სტატიები