Belive

2 წლის წინ: ნუკრი რევიშვილის გოლი და დრამატული მატჩი გორში (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზუსტად 2 წლის წინ, 2018 წლის 21 აპრილს, საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში დრამატული შეხვედრა გაიმართა. გორის "დილამ" თენგიზ ბურჯანაძის სახდლობის სტადიონზე "რუსთავს" უმასპინძლა და ფრე - 2:2 ეთამაშა. გამორჩეული მატჩის ბოლო დამატებული, 95-ე წუთი გამოდგა, როცა მეტოქის საჯარიმოში ჩასულმა ნუკრი რევიშვილმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე თავით ზუსტად ითამაშა, მიწიდან ასხლეტილი ბურთი კი მისმა ვიზავიმ გიორგი ბეგაშვილმა ვეღარ მოიგერია. საქართველოს ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა კარიერაში ერთადერთი გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები