Belive

1957 წლის შემდეგ რეალის ისტორიაში პირველად

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, სანტიაგო სოლარი გუნდის ისტორიაში შევიდა. 1957 წლის შემდეგ "რეალს" სწორედ მისი ხელმძღვანელობით აქვს საუკეთესო სტარტი. სანტიაგო სოლარის მოსვლის შემდეგ მადრიდის „რეალმა“ 3 მატჩი ჩაატარა, სადაც 11 ბურთის გატანა შეძლო და საკუთარი კარი სამივე შემთხვევაში მშრალად შეინახა. ჯერ იყო დამაჯერებელი გამარჯვება ესპანეთის სამეფო თასზე "მელილას" წინააღმდეგ, 0:4.  შემდეგ იყო "ლა ლიგის" დაპირისპირება "ვალიადოლიდთან", სადაც სამეფო კლუბმა საკუთარ მოედანზე 2:0 გაიმარჯვა და ბოლო, გასვლითი მატჩი ჩეხეთში "პლზენის" წინააღმდეგ 0:5. ასეთი წარმატებული სტარტი ბოლოს "ბლანკოსს" 1957 წელს ჰქონდა, როდესაც მთავარი მწვრთნელის პოსტს ლუის კარნილია იკავებდა.

სხვა სტატიები