Belive

მბაპე: ,,რეალის ფანების იმედგაცრუება მესმის, მაგრამ, იმედი მაქვს, ისინიც გამიგებენ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, მადრიდის ,,რეალის'' გულშემატკივრებს მიმართა:
,,რეალის ფანებს მადლობას ვუხდი. ამ კლუბის მაისური არასდროს მიტარებია, თუ არ ჩავთვლით პერიოდს, როცა 14 წლის ასაკში ვიცვამდი, მაგრამ ისინი ყოველთვის როგორც მათიანს, ისე მიღებდნენ. ასეთი დამოკიდებულებისთვის მადლობელი ვარ. რეალის ქომაგების იმედგაცურება მესმის, მაგრამ, იმედი მაქვს, ისინიც გამიგებენ - ჩემს ქვეყანაში დარჩენა მსურდა. მე ფრანგი ვარ, ამიტომ, მინდა ამ გუნდისა და ჩემპიონატის გაზრდაში ჩემი წვლილი კვლავ შევიტანო,'' - განაცხადა მბაპემ.
გუშინ მბაპე ,,პარი სენ ჟერმენთან” ხელშეკრულება 2025 წლამდე გაახანგრძლივა. ბოლო დღეებში ესპანური მედია იუწყებოდა, რომ ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტი მადრიდის ,,რეალთან” ჰქონდა შეთანხმებული.

სხვა სტატიები