Belive

კლოპი: ,,მანეს მიერ გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი ნახევრად ჩემი ბრალია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ,,ჩელსისთან'' მოგებაზე ისაუბრა:
,,ის, რაც გავაკეთეთ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ეს ამ უკიდურესად დატვირთულ სეზონში მე-60 თამაში იყო. რა თქმა უნდა, ჩელსიც უნდა შევაქო. ყველამ იცის, რომ პენალტების სერია ლატარიაა, თუმცა მოგება ისევ შევძელით. მანეს მიერ გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი ნახევრად ჩემი ბრალია, რადგან მისთვის უნდა მიმეცა უფლება გაეკეთებინა ის, რასაც საჭიროდ თვლიდა. მაგრამ, სადიოს ვუთხარი: ,,ჩელსის მეკარე კარგად გიცნობს, ამიტომ ყველაფერი სხვაგვარად გააკეთე.'' როგორც ხშირად ხდება ჩემს ცხოვრებაში, სჯობდა გავჩუმებულიყავი,'' - კლოპის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ,,ლივერპულმა'' ,,ჩელსი'' პენალტების სერიაში დაამარცხა და ტურნირი მერვედ მოიგო. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

სხვა სტატიები