Belive

რივალდო: ,,ჰოლანდი წლების განმავლობაში პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი იქნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რივალდომ, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა:
,,დორტმუნდში გატარებული ორი სეზონის შემდეგ, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელის უმაღლეს დონეში ეჭვი აღარავის ეპარება. მას აქვს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება, ბუნდესლიგაში გატანილი ბევრი გოლი და ტიტულების მოგების დიდი სურვილი, ამიტომ მისი თანამშრომლობა სიტისთან ძალიან წარმატებული უნდა გამოდგეს. მისი სიჩქარე, შეტევის დასრულების უნარი და ძლიერი დარტყმა ინგლისურ ფეხბურთს შესანიშნავად მოერგება. ვფიქრობ, ჰოლანდი წლების განმავლობაში პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი იქნება და ოქროს ბურთისთვის იბრძოლებს,'' - რივალდოს სიტყვებს Manchester Evening News-ი ციტირებს.
რამდენიმე დღის წინ, ,,მანჩესტერ სიტიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჰოლანდი პირველი ივლისიდან ,,ქალაქელთა” შემადგენლობაში ითამაშებს. ინგლისური მედიის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელი მანჩესტერელებთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს და კვირაში ხელფასის სახით 440 ათას ევროს მიიღებს. ჰოლანდი ,,დორტმუნდში” 2020 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელის ანგარიშზე გერმანული კლუბის მაისურით ჩატარებულ 29 მატჩში 28 გოლი და 8 ასისტია.

სხვა სტატიები