Belive

კლოპი: ,,ერთა ლიგა მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო იდეაა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, უეფას ერთა ლიგის ჩატარების იდეა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა:
,,ერთა ლიგა მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო იდეაა. ფეხბურთელები 70 მატჩს ატარებენ, მაგრამ ერთა ლიგაზე თამაშს აგრძელებენ მაშინ, როცა სეზონი დასრულებულია... ოთხი, ხუთი, ექვსი შეხვედრა ეროვნულ ნაკრებში. მირჩევნია, უეფამ უფრო დიდი ფული მიიღოს ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან და ერთა ლიგაზე უარი თქვას. ეს ჩემი პირადი აზრია,'' - კლოპის სიტყვებს Daily Mail-ი ციტირებს.
ერთა ლიგა 2018 წლიდან იმართება. ტურნირის პირველი ჩემპიონი პორტუგალიის ეროვნული ნაკრები გახდა, მეორე სეზონში კი გამარჯვება საფრანგეთს დარჩა.

სხვა სტატიები