Belive

კლოპი ჰოლანდის სიტიში გადასვლაზე: ,,ეს ტრანსფერი ყველაფერს სხვა დონეზე აიყვანს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ერლინგ ჰოლანდის ,,მანჩესტერ სიტიში'' შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა:
,,როცა ახალ კონტრაქტს ვაფორმებდი, მესმოდა, რომ სიტი განვითარებას არ შეწყვეტდა. ამიტომ, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ლივერპულის ბედნიერება მანჩესტერზე იქნება დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ჰოლანდის სიტიში გადასვლა ამ გუნდს არ დაასუსტებს... ვიცი, რომ უმეტესობა ახლა ფულზე დაიწყებს ლაპარაკს, მაგრამ ეს ტრანსფერი ყველაფერს სხვა დონეზე აიყვანს,'' - კლოპის სიტყვებს Metro ციტირებს.
ჰოლანდმა ,,მანჩესტერ სიტიში'' სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, ტრანსფერი კი ოფიციალურად რამდენიმე დღეში დადასტურდება. 21 წლის ფეხბურთელი ,,ქალაქელებთან'' კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს და კვირაში ხელფასის სახით 440 ათას ევროს მიიღებს. ჰოლანდი ,,დორტმუნდში” 2020 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელის ანგარიშზე გერმანული კლუბის მაისურით ჩატარებულ 29 მატჩში 28 გოლი და 8 ასისტია.

სხვა სტატიები