Belive

კარლო ანჩელოტი: "ეს ამ კლუბის ისტორიის ნაწილია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, მადრიდის "რეალმა" "მანჩესტერ სიტი" 2:1 დაამარცხა, დამატებით დროში კი მეტოქეს კიდევ ერთი უპასუხო გოლი გაუტანა და ტურნირის არსებობის ისტორიაში ფინალურ შეხვედრაში თამაშის უფლება მეჩვიდმეტედ მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.
"ეს არის ამ კლუბის ისტორია, რომელიც გვეხმარება გავაგრძელოთ სვლა, როცა გვეჩვენება, რომ ჩვენ დავმარცხდით. თამაში ახლოს იყო დასრულებამდე და ჩვენ შევძელით ბოლო ენერგიის გამონახვა. მოხარული ვარ, რომ ფინალში ვართ, პარიზში. კიდევ ერთი დიდი მეტოქის წინააღმდეგ. ჩვენ მიჩვეულები ვართ ამას. ეს იქნება ფანტასტიკური თამაში ფეხბურთისთვის", - თქვა 63 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.
ფინალური შეხვედრა რომელიც პარიზში, 28 მაისს გაიმართება, ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ლივერპული" დაუპირისპირდებიან.  

სხვა სტატიები