Belive

ბორნმუთის 24 წლის ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბორნმუთის" ფეხბურთელმა დევიდ ბრუკსმა სიმსივნე დაამარცხა და ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო. 24 წლის ნახევარმცველმა გასული წლის ოქტომბერში გულშემატკივარს აცნობა, რომ მას ჰოჯკინის ლიმფომის მე-2 სტადია დაუდგინდა. ახლა კი, რამდენიმე თვიანი მკურნალობის შემდეგ, დევიდი კარგი ინფორმაციით დაბრუნდა.
"გასულ კვირას ჩემს სპეციალისტს შევხვდი და გადავხედეთ ბოლო ტესტის შედეგებს. მოხარული ვარ გაცნობოთ მკურნალობამ წარმატებით დასრულების შესახებ. შემიძლია ვთქვა, რომ სიმსივნისგან გავთავისუფლდი," - ამბობს ბრუკსი.
ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში დევიდ ბრუკსმა "ბორნმუთის" რიგებში 9 მატჩის ჩატარება მოასწრო. დიაგნოზის დასმის შემდეგ პირველად, უელსელი მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება.

სხვა სტატიები