Belive

15-წლამდე მოზარდებმა საკუთარი გუნდის ისტორიული სტადიონი გადაწვეს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფეხბურთო კლუბი ჰაკა ფინეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდია, რომელმაც დაარსების დღიდან (1934 წელი) ფინეთის ცხრა ჩემპიონატი და 12 თასი მოიგო.

ამ გუნდის სტადიონზე ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჰაკა ფინეთის უმაღლესი დივიზიონიდან, ვეიკაუსლიგიდან, მეორე დივიზიონში გავარდა.

სტადიონი, რომელიც ინგლისურად „ქარხნის მოედანია“, ვალკეაკოსკის ცენტრში მდებარეობს (დაახლოებით 20 000 მოსახლით) და 1930-იანი წლებიდან ჰაკას საშინაო არენაა. ინციდენტს ცეცხლის წაკიდების სახით იძიებენ, თუმცა ფინეთის კანონმდებლობა 15-წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს სისხლისსამართლებრივი დევნისგან ათავისუფლებს, ხოლო სტადიონთან სწორედ 3 მოზარდი აიყვანეს.

პოლიციის ცნობით, ერთ-ერთმა მოზარდმა აღიარა, რომ ხანძრი სწორედ მათ გააჩინეს.