Belive

კასანო: ,,ანჩელოტის პსჟ-სთან და ჩელსისთან ძალიან გაუმართლა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ, მადრიდის ,,რეალის'' მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გააკრიტიკა:
,,რეალმა პსჟ-სთან და ჩელსისთან ცუდად ითამაშა. მიმაჩნია, რომ ანჩელოტის ამ მატჩებში ძალიან გაუმართლა. იღბალი კი, ადრე თუ გვიან, გაქრება. მადრიდელები ესპანეთის ჩემპიონატში კარგად ვერ თამაშობენ, ბარსელონას ცუდი სტარტი ჰქონდა, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. ანჩელოტი ფეხბურთელებს თავს კარგად აგრძნობინებს, მაგრამ ვერ ვიხსენებ მოთამაშეს, ვინც მასთან განვითარდა,'' - კასანოს სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
ლა ლიგის 31 ტურის შემდეგ, ,,რეალი” 72 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ბარსელონას” 12 ქულით უსწრებს (კატალონიელთა ანგარიშზე ერთით ნაკლები მატჩია). ,,სამეფო გუნდი'' მომავალ მატჩს კვირას, ,,სევილიასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები