Belive

,,წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მთავრობას, რომელიც გვღალატობს'' - Just Stop Oil-ის აქტივისტი

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

პრემიერლიგის შეხვედრა ,,ევერტომსა'' და ,,ნიუკასლს'' შორის რამდენიმე წუთით უცნაური მიზეზის გამო შეწყდა - არასამთავრობო ორგანიზაციის ,,Just Stop Oil-ის'' 21 წლის მხარდამჭერმა, ლუის მაკკეჩნიმ, კარის ძელზე თავი მიიბა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ასეთი სახით გააპროტესტა. ინციდენტის შესახებ აქტივისტის კომენტარი ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა:

,,2022 წელია და დროა, წინ გავიხედოთ და თავი ავწიოთ. ახლა მოქმედება აუცილებელია. კვლევები ამტკიცებს, რომ ჩემი მომავალი მძიმე იქნება, ჩემი მთავრობა კი მეუბნება, რომ არ უნდა ვინერვიულო და გადასახადები გადავიხადო. მაგრამ, ჩვენ გვაქვს არჩევანი. შეგვიძლია, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კლიმატი იცვლება. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ამ მთავრობას, რომელიც გვღალატობს. შეგვიძლია, ვიმოქმედოთ და განზე არ გავდგეთ. ჩვენი მთავრობა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის ახალი საბადოების დაფინანსებით გვღალატობს. ახალი ნავთობი ნიშნავს ჩვენი შვილების მომავლის განადგურებას, ეს ნიშნავს ომს პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოების წინააღმდეგ და ეს ნიშნავს ტანჯვას ყველა ღარიბისთვის. ნავთობის მოპოვება ახლავე უნდა შევწყვიტოთ.''
ამ კვირაში პროტესტის ასეთ ფორმას Just Stop Oil-ის კიდევ ერთმა მხარდამჭერმა მიმართა, რომელმაც ,,არსენალისა'' და ,,ლივერპულის'' მატჩის დროს კარის ძელზე ხელები მიიბა. პროტესტის შემდეგ,  აქტივისტმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მანამ, სანამ მსგავსი სიგიჟე არ ჩაიდინა, ხალხის ყურადღება ვერ მიიქცია.

სხვა სტატიები