Belive

არველაძე: ,,ბრწყინვალე სანახავია, რომ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩემი ფეხბურთელები ტონუსს ინარჩუნებენ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ჰალ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ, ,,ქვინს პარკ რეინჯერსთან'' გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა:
,,რთული თამაში გამოვიდა და ქულის მოპოვება კარგი იყო. მოხარული ვარ, რომ ასეთი გადატვირთული გრაფიკის პირობებში ჩემი ფეხბურთელები ტონუსს ინარჩუნებენ, ეს ბრწყინვალე სანახავია. თავს კარგად ვიცავდით, რამდენიმე რეალური შანსიც გვქონდა. მეტოქე დომინირებდა, მაგრამ ბევრი მომენტი არ შეუქმნია. ვფიქრობ, ფრე სამართლიანი იყო. იმედი მაქვს, მარკუს ფორსი გოლების გატანას გააგრძელებს, რადგან ეს გვჭირდება. თუ მოგება გვინდა, მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. შანსები, რომლებსაც ვიღებთ, უნდა გამოვიყენოთ, ახლა სამიდან მხოლოდ ერთს ვიყენებთ,'' - არველაძის სიტყვებს ჰალის ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ჩემპიონშიფის 33-ე ტურის შეხვედრა ,,ქვინს პარკ რეინჯერსსა'' და ,,ჰალ სიტის'' შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. არველაძის გუნდი 34 ქულით სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები