Belive

აგუერომ განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება სურს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ, განაცხადა, რომ მზადაა, ,,ალბისელესტეს'' მსოფლიო ჩემპიონატზე მწვრთნელის როლში დაეხმაროს:
,,ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მივემგზავრები. ამ კვირაში შეხვედრა მექნება. მინდა, რომ იქ ვიყო და მზად ვარ, სამწვრთნელო შტაბს შევუერთდე. მთავარ მწვრთნელთან, ლიონელ სკალონისთან და ფედერაციის პრეზიდენტთან, კლაუდიო ტაპიასთან, ამ თემაზე უკვე ვისაუბრე. რა იქნება ჩემი როლი? რეალობა ასეთია, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე წავალ, ბიჭებთან ერთად ვიქნები და მათთან ერთად ვივარჯიშებ. ეს პრობლემა არ არის. მსურს, რომ მათ მოტივირებაში დავეხმარო,'' - აგუეროს სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
სახმრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა, მუნდიალის საგზური რამდენიმე ტურის წინ ოფიციალურად გაიფორმა.

სხვა სტატიები