Belive

არველაძე: ,,ჩემი ფეხბურთელები 94-ე წუთამდე ისე თამაშობდნენ, თითქოს, მატჩი ახალი დაწყებული იყო''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ჰალ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ, ,,სუონსისთან'' მოგებული სადებიუტო მატჩი შეაფასა:
,,თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. არ ვისაუბრებ დეტალებზე, რის გაუმჯობესებასაც ვეცდები, მაგრამ მადლობას გადავუხდი ბიჭებს. ეს ყველაფერი ბრწყინვალეა - ხასიათი და დისციპლინა, რომელიც მათ გამოავლინეს. 94-ე წუთამდე ისე თამაშობდნენ, თითქოს, მატჩი ახალი დაწყებული იყო, ეს ძალიან მახარებს. მეორე ტაიმში ცოტა უკან დავიხიეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვითამაშეთ გუნდთან, რომელიც ბურთს უფრო დიდ ხანს ფლობს,'' - არველაძის სიტყვებს BBC-ი ციტირებს.
ინგლისის ჩემპიონშიფის 29-ე ტურში ,,ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის დებიუტი შედგა. ქართველი სპეციალისტის გუნდმა ,,სუონსის” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ,,ჰალ სიტის” 28 ჩატარებული მატჩის შემდეგ, 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციაზეა. არველაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 5 თებერვალს ,,პრესტონთან” გამართავს.

სხვა სტატიები