Belive

ბენზემა: ,,მას, ვინც მესის აკრიტიკებს, ფეხბურთის არაფერი ესმის''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ლეო მესიზე ისაუბრა:

,,როგორ შეიძლება მესიმ წარმატებას ვერ მიაღწიოს? ახლა მას ადაპტაციის პერიოდი აქვს, ამიტომ ბევრ გოლს ვერ იტანს. მაგრამ შეხედეთ, რას აკეთებს მოედანზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ფეხბურთელის გაკრიტიკება არ შეიძლება. მას, ვინც მესის აკრიტიკებს, ფეხბურთის არაფერი ესმის,'' - Marca ციტირებს.
მესი ,,ბარსელონადან” ,,პსჟ-ში” გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მიმდინარე სეზონში არგენტინელის ანგარიშზე პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები