Belive

ბენზემა: ,,ვინისიუსი ფანტასტიკური ფეხბურთელია, აქ მის დასახმარებლად ვარ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ,,ვალენსიასთან'' მოგების შემდეგ, ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა:
,,ხეტაფესთან მარცხის შემდეგ, თასის შეხვედრაში ვიმარჯვეთ, დღეს კი ჩვენთვის და ჩვენი ქომაგებისთვის შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. მეტოქეს გამარჯვება უნდოდა, მაგრამ 3 ქულა ჩვენ დაგვრჩა და ეს მთავარია. ვინისიუსი? ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მასთან ერთად მოედანზე თავს კარგად ვგრძნობ. აქ იმისთვის ვარ, რომ მას დავეხმარო, მისი პოტენციალის შესახებ ვიცი - მომატება კიდევ შეუძლია. ვინისიუსი ფანტასტიკური მოთამაშეა და გუნდს ძალიან ეხმარება,'' - ბენზემას სიტყვებს ,,სამეფო გუნდის'' ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ლა ლიგის მე-20 ტურში ,,რეალმა'' ,,ვალენსიას'' უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მატჩში დუბლები კარიმ ბენზემამ და ვინისიუს ჟუნიორმა გაიფორმეს. კარლო ანჩელოტის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატს 49 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან ,,სევილიას'' 8 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები