Belive

კანი: ,,ბაიერნს ჯგუფიდან გასვლა განაღდებული ჰქონდა, მათ კი ბარსელონა უბრალოდ გაანადგურეს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ,,ბაიერნის'' ყოფილმა მეკარე, ოლივერ კანმა, ,,რეკორდმაისტერის'' მენტალიტეტზე ისაუბრა:
,,ჩვენი გუნდის მენტალიტეტით ყოველთვის გაოცებული ვიყავი. მაგალითისთვის ბარსელონასთან გამართული საშინაო შეხვედრა გავიხსენოთ - ადრე შეგვეძლო გვეთქვა: ,,კარგი, ჯგუფი უკვე მოვიგეთ, დღეს შეგვიძლია დავისვენოთ.'' თუმცა, რა მოხდა ამის ნაცვლად? მათ ბარსელონა უბრალოდ გაანადგურეს. ჩვენს ფეხბურთელებს ყველა მატჩში სურთ აჩვენონ, რომ საუკეთესოები არიან. გამარჯვების სურვილი ყველას აერთიანებს,'' - განაცხადა კანმა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ,,ბაიერნმა'' ,,ბარსელონას'' 3:0 მოუგო - კატალონიელებს ფლეიოფში გასასვლელად მოგება სჭირდებოდათ, ნაგელსმანის გუნდს კი ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა. მერვედფინალში ,,რეკორდმაისტერის'' მეტოქე ,,ზალცბურგი'' იქნება.

სხვა სტატიები