Belive

ლეონარდო მბაპეზე: ,,ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე, რომელსაც კონტრაქტი ეწურება''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, კილიან მბაპეს მომავალზე ისაუბრა:
,,ხალხი იფიქრებს, ამას იმიტომ ვამბობთ, რომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება გვსურს, მაგრამ ეს გუნდის ინტერესებს სცდება - 22 წლის ასაკში კილიანი წარმოუდგენლად მომწიფებულია. ეს განსაკუთრებული სიტუაციაა. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე, რომელსაც ხელშეკრულება ეწურება. შეიძლება ითქვას, რომ აქამდე უფრო მწვავედ ვკამათობდით, მაგრამ ეს ურთიერთობის დამყარების ნაწილია. რთული მდგომარეობაა, ჩვენ გვინდა, რომ მბაპემ მთელი კარიერა პსჟ-ში გაატაროს. ამასთან ერთად, მის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. ვფიქრობ, კონტრაქტის გახანგრძლივების კარგი შანსები გვაქვს,'' - ლეონარდოს სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.
მბაპე ,,პსჟ-ში'' 2017 წლიდან თამაშობს, 22 წლის ფეხბურთელის ანგარშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 194 შეხვედრაში 145 გოლი და 75 საგოლე გადაცემაა. კილიანს ,,პარი სენ ჟერმენთან'' კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები