Belive

სერ ალექს ფერგიუსონის საუკეთესო გამონათქვამები

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტი, სერ ალექს ფერგიუსონი ყოველთვის გამოირჩეოდა პირდაპირობითა და კონკურენტების მიმართ მწარე ირონიით. The Guardian-მა ფერგის ცნობილი გამონათქვამები შეკრიბა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
რაიან გიგზის შესახებ: ,,მახსოვს პირველად როცა დავინახე. 13 წლის იყო და უბრალოდ მიცურავდა მიწაზე, როგორც კოკერ სპანიელი მისდევს ვერცხლისფერ ქაღალდს ქარში.'' იტალიელების შესახებ: ,,როცა იტალიელები მეუბნებიან, რომ თეფშზე პასტაა, ყოველი შემთხვევისთვის, სოუსის ქვეშ მაინც ვამოწმებ... ისინი ხომ ,,კვამლის ფარდის'' (ხრიკი, რომელიც შექმნილია სხვისი რეალური ზრახვების ან საქმიანობის შენიღბისთვის) გამომგონებელი ხალხია.'' 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფის შესახებ: ,,არ მჯერა. არ მჯერა. ფეხბურთი. ჯანდაბა.'' ლივერპულის შესახებ: ,,ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა ის კი არაა, რა ხდება ამ მომენტში, არამედ ლივერპულის ჩამოგდება მათი პოზიციიდან. შეგიძლიათ ეს დაბეჭდოთ.'' ფილიპო ინძაგიზე: ,,ეს ბიჭი თამაშგარეში დაიბადა.'' არსენ ვენგერის შესახებ: ,,მასზე ამბობენ, რომ ინტელექტუალი კაცია, არა? ხუთ ენაზე საუბრობს. ვიცნობ კოტ-დ'ივუარელ ბიჭს, რომელიც 5 ენაზე ლაპარაკობს, და ის 15 წლისაა...'' მანჩესტერ სიტიში გადასვლის შემდეგ კარლოს ტევესის პოსტერზე: ,,სიტი პატარა გუნდია, პატარა მენტალობით, მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედზე შეუძლიათ ლაპარაკი. ხანდახან შენი მეზობლები ხმაურიანები არიან, ამის შესახებ ვერაფერს იზამ, ისინი ყოველთვის იხმაურებენ. შენ, უბრალოდ შენს ცხოვრებას უნდა მიხედო, ტელევიზორი ჩართო და ხმას აუწიო.'' კრიშტიანუ რონალდუს რეალში შესაძლო გადასვლაზე: ,,თქვენ ფიქრობთ, რომ იმ ბრბოსთან კონტრაქტს გავაფორმებ? შანსი არ არის! მათ ვირუსს არ მივყიდი. ეს ,,არას'' ნიშნავს, ცნობისთვის. ამ ორ გუნდს შორის არავითარი შეთანხმება არ არის.''
 

სხვა სტატიები