Belive

მანჩინი: ,,იმედი უნდა გვქონდეს, რომ ბულგარეთს შვეიცარიასთან შესანიშნავი მატჩი ექნება''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, შვეიცარიასთან გამართულ მატჩზე ისაუბრა:
,,რთულია, მაგრამ შვეიცარიასთან 2-ბურთიანი უპირატესობა გვაქვს. ჩრდილოეთ ირლანდიაში მოსაგებად უნდა ჩავიდეთ. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ბულგარეთს შვეიცარიასთან შესანიშნავი მატჩი ექნება. ახლა ძალების აღდგენის დროა. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ მაშინაც კი, როცა ყველაფერი კარგად არ მიდის. გუნდი ყოველთვის მაქსიმუმს ცდილობს, სეზონის გარკვეულ მომენტში ფეხბურთელები ბოლომდე იბრძვიან, რაზეც ბევრი ტრავმაც მეტყველებს,'' - მანჩინის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა იტალიისა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ,,სკუადრა აძურა'' 15 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზეა, 15 ქულა აქვს მეორეადგილოსან შვეიცარიასაც. რობერტო მანჩინის გუნდი ჯგუფის ბოლო მატჩს 15 ნოემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს.

სხვა სტატიები