Belive

მესი: ,,პსჟ ჩემპიონთა ლიგის სხვა ფავორიტებზე ერთი ნაბიჯით უკანაა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელის, ლეო მესის თქმით, პარიზული გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება მთავარი მიზანია:
,,აქ ამაზე ყველა ოცნებობს. ,,პსჟ'' ამ მიზნისთვის რამდენიმე წელია იბრძვის და ბოლო დროს მოგებასთან ახლოს იყო. ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ ერთხელ მსურს, ამაზე ,,ბარსელონაში'' თამაშის პერიოდშიც ვსაუბრობდი. ეს ძალიან კარგი ტურნირია, სადაც გამარჯვების მოპოვება რთულია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენს გუნდს ამის შესაძლებლობა აქვს. მართალია, რომ ,,პსჟ'' ყურადღების ცენტრშია, მაგრამ სხვა ძლიერი გუნდებიც არიან - ,,ჩელსი'', ,,მანჩესტერ სიტი'', ,,მანჩესტერ იუნაიტედი'', ,,რეალი'', ,,ინტერი'', ,,ბაიერნი'' და სხვები...  ჩვენ გუნდში ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ერთმანეთის კიდევ უფრო კარგად გაცნობა გვჭირდება. ტიტულის მოსაგებად გუნდურად თამაში აუცილებელია. ამიტომ ვამბობ, რომ ,,პსჟ'' ზემოხსენებულ გუნდებზე ერთი ნაბიჯით უკანაა - ისინი ჩვენზე გამოცდილები არიან,'' - მესის სიტყვებს Marca ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 2 ტურის შემდეგ, ,,პსჟ'' 4 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზეა. პოჩეტინოს გუნდი ევროტურნირზე მომავალ მატჩს 19 ოქტომბერს, ,,ლაიფციგის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები