Belive

ფერდინანდი: ,,მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი, რონალდუს ვეტყოდი, რომ დამჯდარიყო''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი ,,იანგ ბოიზთან'' მატჩში კრიშტიანუ რონალდუს გამოცვლის შემდეგ, პორტუგალიელის ქმედებას გამოეხმაურა - 36 წლის ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამიდან რამდენიმეჯერ წამოდგა და ფეხბურთელებს მითითებები მისცა.
,,სიმართლე გითხრათ, მთავარი მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი, რონალდუს ვეტყოდი, რომ დამჯდარიყო. რა თქმა უნდა, ეს კრიშტიანუ რონალდუა და ბევრი იტყვის, რომ ის უბრალოდ ემოციური ადამიანია, მას ყველა მატჩის მოგება სურს და ემოციების მოთოკვას ვერ ახერხებს. მისი სტატუსი საშუალებას აძლევს, ასე მოიქცეს, ამიტომ, რთულია, ამას რამე დაუპირისპირო,'' - განაცხადა ფერდინანდმა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' ,,იანგ ბოიზთან'' სტუმრად 1:2 დამარცხდა. სოლსკიაერმა რონალდუ მატჩის 72-ე წუთზე ჯესი ლინგარდით შეცვალა.

სხვა სტატიები