Belive

13 წლის მეკარე და 14 თვრამეტწლამდელი ტორპედოში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტური ბოლო ორი სეზონის ჩემპიონის ქუთაისის "ტორპედოსა" და "საბურთალოს" დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა, რომლის დაწყებამდეც მასპინძლების როლში მყოფმა ქუთაისელებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტორპედოს განაცხადში 13 წლის სოსო კოპალიანი მოხვდა, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდია. თუმცა ის ერთადერთი არასრულწლოვანი არ არის, რომელმაც თბილისურ კლუბთან მარცხისას "ტორპედოში" ითამაშა. ქუთაისურ კლუბში არსებული მძიმე ფინანსური პრობლემების გამო, რამდენიმე დღის წინ, მთავარი გუნდის ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს და კახა ჩხეტიანს დღეს მათი ჩანაცვლება ახალბედა მოთამაშეებით მოუხდა.   განაცხადში მყოფი 18 ფეხბურთელიდან 18 წლის ასაკს მხოლოდ ოთხი მათგანი აღემატებოდა, დანარჩენები კი უმეტესად 15,16 წლისანი იყვნენ. მთლიანობაში, "ტორპედომ" არსებული მდგომარეობის ფონზე, ცუდად არ ითამაშა და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, 16 წლის მეკარე დავით ასათიანმა კი მოქმედ ჩემპიონს თერთმეტმეტრიანი მეორე მატჩში აუღო. ასათიანმა როლოვიჩის შემდეგ ნიკა სანდოხაძის დარტყმულიც მოიგერია. "ტორპედომ" ბოლო 5-დან 4 მატჩი წააგო და გათამაშების დასრულებამდე 5 ტურით ადრე 40 ქულით მე-5 ადგილზე რჩება.

სხვა სტატიები