Belive

ბეილი ტრავმირებულია - უელსელის დაბრუნების თარიღი უცნობია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გარეთ ბეილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გრძელდება. 30 წლის უელსელმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი ტრავმა მიიღო, რის გამოც მან გასულ კვირას, "სელტასთან" მოგებულ მატჩში (5:2) ვერ ითამაშა. გარეთს კუნთის დაზიანება აქვს, მადრიდელები კი ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ, თუ რამდენ ხანში დაუბრუნდება ბეილი მოედანს. სავარაუდოდ, ის კარლო ანჩელოტის გუნდს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ბეილს "რეალში" ტრავმების გამო უკვე 102 მატჩი აქვს გამოტოვებული.

სხვა სტატიები