ცვლილებები დინამოში: ახალი სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელის განახლებული კონტრაქტი
4 წლის წინ
ფეხბურთი
4 წთ
"დაახლოებით 2 წლის წინ, კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ზაზა დოლიძესთან ერთად გავდიოდი საკითხს, რომ გვსურდა ბორდის ჩამოყალიბება, თუმცა პანდემიამ ხელი შეგვიშალა, ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრე რეხვიაშვილს. ამავე დროს, შეგვიძლია გაცნობოთ, რომ კახა ცხადაძე "დინამოსთან" კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს. ამ თემაზე შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ. მე გადავწყვიტე, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. მალე, ზაზა დოლიძე ბორდის ახალ ხელმძღვანელებსაც წარმოგიდგენთ და ეს ქართულ რეალობაში ახალი სიტყვა იქნება. შევეცდებით, რომ გუნდს პროფესიონალები მართავდნენ. მე უკვე 10 წელია, რაც "დინამოში" ვარ და თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ საწყისი წლები, თუ რამდენი კრიტიკა მოყვა აკადემიის მშენებლობას, რომელმაც უკვე თავისი სიტყვა თქვა. ამ ბოლო წლების განმავლობაში, ისეთი ორი გამოცდილი სპეციალისტი, როგორიც კახა ცხადაძე და ალექსანდრე რეხვიაშვილია, ერთბაშად არ გვყოლია. მინდა ხაზგასმით ერთი რამ აღვნიშნო, 10 წლის განმავლობაში არცერთი მწრვთნელისთვის კონკრეტული ფეხბურთელის თაობაზე შენიშვნა არ მიმიცია, თუმცა პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ამიტომ მიწევდა გადაწყვეტილების მიღება. ახლა ძალაუფლება საუკეთესო პროფესიონალებს გადავეცი და ისინი ამ საქმეს თავს უკეთ გაართმევენ", - განაცხადა რომან ფიფიამ.