Belive

კაპელო: ,,რონალდუმ გაანალიზა, რომ დღეს იუვეს საერთაშორისო დონეზე საბრძოლველად ძალა არ აქვს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ, კრიშტიანუ რონალდუს ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' გადასვლაზე ისაუბრა:
,,ვფიქრობ, რონალდუმ ,,იუვენტუსის'' ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა. ჩემი ვარაუდით, მან გაანალიზა, რომ დღეს ტურინელებს საერთაშორისო დონეზე საბრძოლველად ძალა არ აქვთ. ,,იუვეს'' ჩემპიონთა ლიგაზე სამწლიანი წარუმატებელი სერია ჰქონდა, ალბათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან წასვლა. მე ჩემპიონებს ყოველთვის ვცემდი პატივს. ვფიქრობ, რომ დიდი ფეხბურთელები გუნდებს გამარჯვებაში ეხმარებიან, მაგრამ, ამავდროულად, ერთი მოთამაშე თანაგუნდელების გარეშე შედეგს ყოველთვის ვერ მიაღწევს,'' - კაპელოს სიტყვებს La Gazzetta dello Sport- ციტირებს.
კრიშტიანუმ ბოლო სამი წელი ,,იუვენტუსში” გაატარა. 36 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ტურინული გუნდის მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები