Belive

"ამის გასაკეთებლად მზად არ ვიყავი" - ჟოან ლაპორტას პირველი კომენტარი ლეო მესის წასვლის შემდეგ

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კლუბიდან ლიონელ მესის წასვლასთან დაკავშირებით პრეს კონფერენცია გამართა და დეტალების შესახებ ისაუბრა.
"აქ იმისთვის ვარ, რომ აგიხსნათ, თუ რა სიტუაციამდე მივედით ლეო მესისთან მოლაპარაკებების შედეგად. მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობა, რომელიც არ გვაძლევს ხელფასის გაზრდის შესაძლებლობას. სპორტული სახელფასო ჭერი არის კლუბის შემოსავლის 110%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს ზღვარი და ლა ლიგის წესები ფინანსურ ფეარ-პლეისთან მიმართებაში ირღვევა. ციფრები გაცილებით უარესად გამოიყურება, ვიდრე ეს ოფიციალურად იყო ნათქვამი. ყველაფერი დაკავშირებულია ლა ლიგის ფინანსურ სამართლიან თამაშთან. ვერ მოვაწერეთ მესის კონტრაქტს ხელი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მას შევუთანხმდით. ლა ლიგის ფინანსური სამართლიანი თამაშის შესანარჩუნებლად, "ბარსა" უნდა დათანხმებულიყო ოპერაციას, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში სატელევიზიო უფლებების იპოთეკით დაკავებას გულისხმობდა და მე არ ვარ მზად ამის გასაკეთებლად. მესისთვის კონტრაქტის განახლება გარკვეულ რისკებს უკავშირდებოდა, ჩვენ მზად ვიქნებოდით რისკზე წასვლისთვის, მაგრამ არ გვსურდა კლუბის რისკის ქვეშ დაყენება. წინა საბჭომ ძალიან, ძალიან ცუდი საქმე გააკეთა. ლეოს "ბარსელონაში" დარჩენა სურდა, ჩვენ კი მისი აქ ყოფნა. მადლობა ყველა მომლაპარაკებელს ამ თვეების განმავლობაში. მისი ნება იყო დარჩენა. ესპანეთის ლიგის ფარგლებში ჩვენ უნდა დავიცვათ ეს წესი, რომელიც უფრო მოქნილი უნდა იყოს . მესი ყველაფერს იმსახურებს, მან გამოხატა მზადყოფნა დარჩეს "ბარსელონაში". მე ვწუხვარ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ "ბარსელონას" ინტერესებისთვის. დღეს ახალი ერა იწყება. ლეომ შექმნა ისტორია, მაგრამ არსებობს ცხოვრება მის შემდეგ. სიტუაციის გაგრძელების ვარიანტები? არ მინდა ცრუ იმედების შექმნა. მოთამაშეს ასევე აქვს სხვა წინადადებები. ჩვენთვისაც და მესისთვისაც არსებობდა დროის ლიმიტი. ჯერ შევთანხმდით ორწლიან კონტრაქტზე, შემდეგ ხუთწლიან ხელშეკრულებაზე, მაგრამ ეს არ ყოფილა შესაძლებელი.  რაც მოხდა სახელფასო ჭერთან დაკავშირებით გულისხმობს იმას, რომ იმისათვის, რომ შემოგვთავაზოთ 25 მილიონი ევრო, ჩვენ უნდა შევამციროთ 100 მილიონი. მესისთან კონტრაქტის განახლების მიზნით ხელფასების შემცირება მოგვიწია. ჩვენ შევეცადეთ ფეხბურთელებთან საუბარს, მაგრამ ეს ადვილი არ იყო, რადგან არსებობს კონტრაქტები.ესისთან მოლაპარაკებები დასრულდა. დეპაი, აგუერო და სხვა ახალი მოთამაშეები აქ არიან, რადგან მათ მიიღეს გარკვეული პირობები. უფრო მოტივირებულები ვართ, ვიდრე ოდესმე, ჩვენგან მაღალ დონეს მოითხოვენ და ჩვენც მზად ვართ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რომელსაც მესის გარეშე, "ბარსელონას" მიერ გულშემატკივრის გახარება ჰქვია. დარწმუნებული ვარ, რომ მესის შემდგომი პერიოდი ძალიან წარმატებული იქნება COVID-19– ის გამო, ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ ლეოს ის აღიარება, რომელსაც იგი იმსახურებს. სტადიონის შევსება შეუძლებელია. მე ვთქვი, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდით მესის კონტრაქტის განახლებისთვის კლუბის ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში. სიტუაცია აქამდე იმიტომ მივიდა, რომ ხელფასის ჭერი არ გვაქვს. ჩვენ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება და მე მივიღე... ორი დღის წინ მივედი დასკვნამდე, რომ ეს უკვე საკმარისი არ იყო. გუშინ მე მქონდა ბოლო საუბარი ხორხე მესისთან, ეს იყო ძალიან ინტენსიური ორთვიანი მოლაპარაკებები. მესის გარეშეც კი ხელფასის ლიმიტზე მეტი ზღვარი არ გვაქვს.", - თქვა კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა.
6 ოქროს ბურთის მომგები ფეხბურთელი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და "ბლაუგრანას" მთავარი გუნდის მაისურს 16 წლის განმავლობაში ირგებდა. ამ დროში 34 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 778 შეხვედრაში 672 გოლი გაიტანა, კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ყველა შესაძლო ტიტული არერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 10-ჯერ ლა ლიგა და 3-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

სხვა სტატიები