Belive

ლა ლიგის პრეზიდენტი: ,,მხოლოდ იმიტომ, რომ მესი ბარსელონაში დარჩეს, წესებს ვერ შევცვლით''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ლეო მესის ,,ბარსელონაში'' შესაძლო დარჩენაზე ისაუბრა:
,,მესისთან დაკავშირებით ,,ბარსელონას'' ხელმძღვანელობას ვესაუბრე, ვიკითხე, როგორ მიდის საქმე. მათ იმედი აქვთ, რომ მესი დარჩება, მაგრამ ხელფასს შეიმცირებს. მე მხოლოდ ასეთ ინფორმაცია მაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ იმიტომ, რომ მესი ,,ბარსელონაში'' დარჩეს, წესებს ვერ შევცვლით,'' - ტებასის სიტყვებს Marca ციტირებს.
ლა ლიგის წესდების თანახმად, იმ გუნდებს, რომლებმაც გადააჭარბეს ლიმიტს, ეზღუდებათ ახალწვეულების რეგისტრაციის უფლება. კლუბისთვის ერთ-ერთი გამოსავალია ფეხბურთელის გაშვება, ამასთან, ახალმოსული მოთამაშის ხელფასი 25%-ზე მეტით არ უნდა აჭარბებდეს გაშვებული ფეხბურთელის ანაზღაურებას. მესის ,,ბარსელონასთან'' არსებული ხელშეკრულება 30 ივნისს ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. ესპანური პრესის ცნობით, არგენტინელი კატალონიურ გუნდში კიდევ 2 წლით დარჩება. გასულ სეზონში მესიმ ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები