Belive

ბუფონი: ,,მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე ვოცნებობ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარმას'' მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, განაცხადა, რომ იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაშზე ოცნებობს:
,,მანჩინიმ რაღაც საოცრება გააკეთა. 43 წლის ასაკში ვერ ვიტყვი: ,,აქ ვარ და ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეთ!'' მაგრამ, შემიძლია, მსოფლიო ჩემპიონატზე ვიოცნებო. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ვთამაშობ? იმიტომ, რომ პარმას სერია ა-ში დაბრუნებაში დავეხმარო? რა თქმა უნდა, მაგრამ შემდეგ? თითქმის გადაწყვეტილია, რომ მანჩინი არ დამირეკავს, მან კარგად იცის, რომელ ფეხბურთელებს უნდა დაეყრდნოს. თუმცა იმისათვის რომ ოცნება გავაგრძელო, უნდა ვიცოდე, რომ წინ მსოფლიო ჩემპიონატია,'' - ბუფონის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
ბუფონი იტალიის ეროვნულ ნაკრებში 1997-2018 წლებში თამაშობდა. 43 წლის მეკარე ,,სკუადრა აძურასთან'' ერთად 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები