Belive

დე ბური: ,,არამხოლოდ ფინალში გასვლა, არამედ მისი მოგებაც გვსურს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა, ჩეხეთთან მერვედფინალური მატჩის წინ, მისი გუნდის მიზნებზე ისაუბრა:
,,თუ ნახევარფინალში გავალთ, ჩვენთის ევროპის ჩემპიონატი დადებითად შეფასდება. თუმცა, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ამსტერდამში ჩემპიონობა ვიზეიმოთ. მხოლოდ ფინალში გასვლა კი არა, მისი მოგებაც გვსურს. ამ შემთხვევაში ტურნირი ჩვენთვის ნამდვილად წარმატებული იქნება. თუმცა ახლა კონცენტრირებული მხოლოდ ჩეხეთთან მატჩზე ვართ. მათთან მოსაგებად ბევრი მუშაობა დაგვჭირდება,'' - დე ბურის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ნიდერლანდები ჩეხეთს დაუპირისპირდება, მატჩი დღეს, ბუდაპეშტში, ,,პუშკაშ არენაზე'' გაიმართება.

სხვა სტატიები