Belive

მანჩინი: ,,ვიცოდი, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა, შესაძლოა, უფრო რთულიც, ვიდრე მეოთხედფინალი იქნება''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ავსტრიასთან მოგებული მატჩი შეაფასა:
,,მიუხედავად იმისა, რომ კუთხურიდან გავუშვით, საქმე გამარჯვებამდე მაინც მივიყვანეთ, რადგან ეს დავიმსახურეთ. ადრე თუ გვიან, უნდა გაგვეტანა. სიმართლე გითხრათ, გოლის გატანა გაცილებით ადრე შეგვეძლო, მაგრამ მაინც დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ფეხბურთელებმა, რომლებიც მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდნენ, ხასიათი გამოავლინეს და მატჩში ცვლილების შეტანა მაშინვე დაიწყეს. ვიცოდი, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა, შესაძლოა, უფრო რთულიც, ვიდრე მეოთხედფინალი იქნება,'' - განაცხადა მანჩინიმ.
იტალიისა და ავსტრიის მატჩი დამატებით დროში რობერტო მანჩინის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ,,სკუადრა აძურას” მომავალი მეტოქე ბელგიისა და პორტუგალიის შეხვედრაში გაირკვევა.

სხვა სტატიები