Belive

,,არ ვიცი ის ვინ არის'' - ისაკი გარი ლინეკერზე

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გარი ლინეკერმა, შვედეთისა და სლოვაკეთის შეხვედრის შემდეგ, ალექსანდრ ისაკი შეაქო: ,,ვფიქრობ, ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ალექსანდრ ისაკი ევროპული გუნდების დიდ ყურადღებას მიიქცევს. განსაკუთრებული ტალანტია,'' - დაწერა ინგლისელმა ტვიტერის პირად გვერდზე. ლინეკერის პოსტის შესახებ აზრი თავად ფეხბურთელს ჰკითხეს, როგორც აღმოჩნდა, ისაკმა ინგლისის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა:
ისაკი - მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. ის ძველი ფეხბურთელია, რომელიც ახლა სტუდიაში მუშაობს? ჟურნალისტი - ლინეკერი 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირია... ისაკი - მაშინ დაბადებული არ ვიყავი, მაგრამ მასზე ცოტა რამ ვიცი...
ისაკის პრესკონფერენციის ნახვის შემდეგ, ფეხბურთელის კომენტარს თავად ლინეკერი და მაიკა რიჩარდსი გამოეხმაურნენ:
რიჩარდსი - ისაკმა შენზე ისაუბრა, არა? ლინეკერი - მე მასზე მართლა ძალიან კარგი რამ  ვთქვი... ძველი ფეხბურთელი სტუდიაში? არ ვიცი რა უნდა ვქნა... რიჩარდსი - როგორი გრძნობაა, როცა ვერავინ გცნობს?! ახლა იცი, რასაც ვგრძნობ! ლინეკერი - ასეა!
გარი ლინეკერი კარიერის განმავლობაში ,,ლესტერში'', ,,ევერტონში'', ,,ბარსელონაში'', ,,ტოტენჰემსა'' და ,,ნაგოიაში'' თამაშობდა. ყოფილი თავდამსხმელი 48 გოლით ინგლისის ეროვნული ნაკრების ბომბარდირებს შორის მესამე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები