Belive

დეშამი: ,,უნგრეთს იტალიელი მწვრთნელი ჰყავს, რაც ბევრზე მეტყველებს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, უნგრეთთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,უნგრეთი ბრძოლისუნარიანი და შრომისმოყვარე ნაკრებია, რომელიც ძალიან ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს. ვფიქრობ, ბევრზე მეტყველებს, რომ მათ იტალიელი მწვრთნელი ჰყავთ. ისინი საკუთარ მოედანზე ითამაშებენ, ამიტომ ისეთივე თავდაუზოგავ შეხვედრას ველი, როგორც ეს პორტუგალიასთან იყო. ჯგუფში პირველი მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი არ არის. თუ მოვიგებთ, ფლეიოფში გავალთ. ეს ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმოქმედებთ,'' - დეშამის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის შეხვედრა უნგრეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის დღეს, 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები