Belive

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისის შესაძლო მეტოქეები ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, ,,დინამო თბილისის'' შესაძლო მეტოქეების ვინაობა ცნობილია. კახა ცხადაძის გუნდი, შესაძლოა, ამ გუნდებიდან ერთ-ერთს დაუპირისპირდეს: ჰამრუნი (მალტა), ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია), ჰიკი (ფინეთი), რიგა (ლატვია), ნეფთჩი (აზერბაიჯანი), შახტიორ სოლიგორსკი (ბელარუსი), ფოლა ეში (ლუქსემბურგი), ქონოთი (უელსი), შემროკ როვერსი (ირლანდია), ვალური (ისლანდია), ბოდო გლიმტი (ნორვეგია), ბორაცი (ბოსნია), ტეუტა (ალბანეთი), მურა (სლოვენია), მაკაბი ჰაიფა (ისრაელი). ზემოხსენებულ გუნდებს წინასწარი შესარჩევი რაუნდის გამარჯვებული დაემატება, რომელთა შორის ტორშავნი (ფარერები), პრიშტინა (კოსოვო), ესკალდესი (ანდორა) და ფოლგორე (სან მარინო) არიან. წილისყრა 15 ივნისსაა ჩანიშნული. პირველ მატჩს გუნდები 6-7 ივლისს გამართავენ, განმეორებითს კი 13-14 ივლისს.

სხვა სტატიები