Belive

კანტე: ,,ოქროს ბურთი? ახლა ამაზე არ ვფიქრობ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ,,ჩელსის'' ნახევარმცველმა, ნ'გოლო კანტემ, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მოგებაზე ისაუბრა:
,,ეს წარმოუდგენელია. ამ შედეგის მისაღწევად სეზონის განმავლობაში ბევრი მუშაობა დაგვჭირდა. ახლა სიხარულსა და სიამაყეს ვგრძნობ. ჩვენ კუთვნილი ჯილდო მივიღეთ, რაც დიდი ძალისხმევის შედეგია. ,,ოქროს ბურთი''? არა, ამაზე არ ვფიქრობ. ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის მოგებით სიამოვნებას ვიღებთ, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატი გველის, საფრანგეთის ნაკრებს შევუერთდები და, იმედია, ტიტულს მოვიგებთ,'' - კანტეს სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ლონდონის ,,ჩელსიმ” ,,მანჩესტერ სიტი” 1:0 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მეორედ მოიგო. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელდ ნ’გოლო კანტე დასახელდა.  

სხვა სტატიები