Belive

კვარაცხელია: ,,მატჩის წინ სლუცკიმ მითხრა, რომ გოლს გავიტანდი, მე კი ეს გავაკეთე''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის ,,რუბინის'' შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ,,სოჭისთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,გუნდმა მოიგო და ემოციები დადებითია... კარგი გოლი გავიტანე, რაც ჩემთვის მშვენიერია. თამაშის დაწყებამდე სლუცკიმ მითხრა, რომ გავიტანდი, მე კი ეს გავაკეთე. გასახდელში კარგი ატმოსფეროა, ჩვენ ნამდვილი ოჯახივით ვართ. მწვრთნელთან ერთად გადავწყვიტე, რომ ძირითად შემადგენლობაში არ ვიქნებოდი. არ ვიცი, რატომ ვიტან ამდენ გოლს... ვმუშაობ! მადლობა ღმერთს, რომ ამის შესაძლებლობას მაძლევს,'' - ხვიჩას სიტყვებს რუსული championat-ი ციტირებს.
რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში ,,რუბინმა'' ,,სოჭის'' უმასპინძლა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლით 1-0 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. 20 წლის შემტევს რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.  

სხვა სტატიები