Belive

მარკიზიო: ,,ვერ ვხვდები, რატომ ვერ ახერხებს იუვენტუსი ლიგის მოგებას''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის ,,იუვენტუსის'' ყოფილი ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ ,,ბებერი ქალბატონები'' დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ ახერხებენ:
,,ჯგუფური ეტაპი ,,იუვენტუსმა'' იოლად გაიარა, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ვერ ვხვდები, როგორ ხდება, რომ გუნდი სერია ა-ს რეგულარულად იგებს, ჩემპიონთა ლიგის მოგებას კი ვერ ახერხებს. ეს ჩემთვის აუხსნელია. სტატისტიკით, გუნდი, რომელიც ჩემპიონატში ხშირად იმარჯვებს, მიზანს ჩემპიონთა ლიგაზეც აღწევს. საჩემპიონო სერიის დასასრული? პოზიტიური ნიშნებიც უნდა დავინახოთ: გუნდში კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოჩდნენ, მაგალითად, მაკკენი და კიეზა. 9-წლიანი მოგებათა სერიის შემდეგ, ერთი სეზონის ჩაგდება ნორმალურია, ეს წარუმატებელ წელს არ ნიშნავს. ამდენი წარმატების შემდეგ, ეს ყველაფერი, თითქოს, უცხოდ გვეჩვენება, მაგრამ სრულიად ნორმალურია.''
იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ტურინის ,,იუვენტუსი'' 55 ქულით ცხრილის მე-3 პოზიციაზეა და ლიდერ ,,ინტერს'' 10 ქულით ჩამორჩება. ანდრეა პირლოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას მერვედფინალიდან გამოეთიშა - ,,ბებერი ქალბატონები'' ,,პორტუსთან'' დამარცხდნენ.

სხვა სტატიები