Belive

მოურინიო: ,,მსოფლიოს გარშემო იმდენი მოურინისტა მყავს, რომ მათთვის ვთამაშობ''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ,,ტოტენჰემის'' მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, პერსონალურ გულშემატკივრებზე ისაუბრა:
,,სიმართლე გითხრათ, მთავარ ძალას საკუთარი თავისგან ვიღებ, მაგრამ ხშირად იმ ხალხისგანაც, ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ. მაშინაც კი თუ მათ არ ვიცნობ და პირადად არ შევხვედრივარ. მათ ,,მოურინისტებს'' ვუწოდებ, რადგან პორტუგალიაში საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად სუფიქსს ,,ისტა-ს'' ვიყენებთ. მაგალითად, თუ თქვენ ,,პორტუს'' ქომაგობთ, ,,პორტისტა'' ხართ, თუ ,,ბენფიკას'' - ,,ბენფიკისტა''. მსოფლიოს გარშემო იმდენი ,,მოურინისტა'' მყავს, რომ მათთვის ვთამაშობ,'' - ჟოზეს სიტყვებს Guardian-ი ციტირებს.
მოურინიოს სხვადასხვა დროს ,,ბენფიკაში'', ,,პორტუში'', ,,ჩელსიში'', ,,ინტერში'', ,,რეალსა'' და ,,მანჩსტერ იუნაიტედში'' უმუშავია. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელის ,,ტოტენჰემი'' 48 ქულით პრემიერლიგის მე-6 პოზიციაზეა და ევროთასების ზონას 1 ქულით ჩამორჩება.  

სხვა სტატიები