საქართველო - ესპანეთი | ბილეთის ფასი ცნობილია
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
⚠︎ საქართველო - ესპანეთის მატჩზე ბილეთების შესაძენად და შეხვედრაზე დასასწრებად შესაბამისი რეგულაციები იმოქმედებს. თამაშს გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, რაც სტადიონის საერთო ტევადობის 30 პროცენტს მოიცავს. მატჩის დასრულების შემდეგ, 29 მარტის 01:00 საათამდე, თბილისის მერიის უზრუნველყოფით, ქალაქის მასშტაბით იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
- ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა
- ბილეთის შეძენისას აუცილებელია მითითებულ იქნას ყველა მფლობელის პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მობ. ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა). ინფორმაციის შეყვანა უნდა მოხდეს მაქსიმალური სიზუსტით.
- მითითებული პირადი ინფორმაციის საფუძველზე გაიცემა გადაადგილების საშვი, რომელიც 29 მარტის 01:00 საათამდე იმოქმედებს.
- ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში, ბილეთის ყიდვისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს იმ ავტომობილის მონაცემები, რომლითაც თამაშის დღეს გადაადგილდება.
- მატჩის დღეს გადაადგილების საშვზე დასტურს გულშემატკივარი მითითებულ ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს
- გადაადგილების საშვის გამოსაყენებლად ყველა გულშემატკივარმა თან უნდა იქონიოს პირადი ნომრის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა ან დაბადების მოწმობა)
- აკრძალულია ბილეთის მფლობელის შეცვლა
- ყველა არსებული რეგულაცია ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც
- ბილეთებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ TKT.ge-ს
- სტადიონის შესასვლელები გაიღება 17:00 საათიდან
- სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი
- სტადიონის ტერიტორიაზე შესვლამდე მოხდება ყველა გულშემატკივრის თერმოსკრინინგი
- სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება
- სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი
- რეგულაციების შესაბამისად, არ იფუნქციონირებს კვების ობიექტები, თუმცა სტადიონის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი იქნება სასმელი წყალი