Belive

111 წლის მანძილზე პირველად - მესის მორიგი გამაოგნებელი რეკორდი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში "ვილიარეალი" "ბარსელონას" დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:4 დასრულდა. კატალონიური გრანდის შემადგენლობაში, გამარჯვების მომტანი გოლები ლუის სუარესმა, ანტუან გრიზმანმა და ანსუ ფატიმ გაიტანეს. აღსანიშნავია რომ ლეო მესის გატანილი გოლი VAR-ის გამოყენების შემდეგ გაუქმდა - "ბლაუგრანას" არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა საჯარიმო დარტყმაც შეასრულა, რომელიც ხარიხას მოხვდა. გაუქმებული გოლის და უიღბლობის მიუხედავად, ლეო მესიმ 2 ასისტი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს დაეუფლა. "ვილიარეალის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება "ბარსელონასა" და ლეო მესისთვის ისტორიული აღმოჩნდა. კატალონიური გრანდის არსებობის 111 წლიანი ისტორიის განმავლობაში, "ბარსელონას" 9000 გატანილი გოლი დაუგროვდა. "ბლაუგრანას" უნიკალურ და ისტორიულ მიღწევაში ლეო მესის ლომის წვლილი მიუძღვის - მესიმ "ბარსელონას" 111 წლიანი ისტორიის მანძილზე გატანილი 9000 გოლის 10%-ზე მეტში მიიღო მონაწილეობა. არგენტინელი სუპერვარსკვლავის ანგარიშზე 630 გოლი და 275 ასისტია, რაც გამაოგნებელ მიღწევას წარმოადგენს.

სხვა სტატიები