Belive

11:1-ის შემდეგ ერლინგ ჰოლანდმა მოლდოვის ნაკრების მეკარეს მოუბოდიშა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მოლდოვის ნაკრების მეკარემ, კრისტიან ავრამმა, რომელმაც ნორვეგიასთან მატჩში 11 გოლი გაუშვა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ერლინგ ჰოლანდთან დიალოგის შინაარსი გაამხილა:

,,გამარჯობა, მე მოლდოვის ნაკრების მეკარე ვარ და 11 გოლი გავუშვი.

მატჩის შემდეგ, ერლინგთან ვისაუბრე, მან მითხრა, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ ყოფილა და გოლების გატანა ბურთების სხვაობის გასაუმჯობესებლად სურდა. სწორედ ამიტომ, ყოველი გოლის შემდეგ ტემპის დაჩქარებისთვის, მომიბოდიშა. ეს თამაშის ნაწილია, მას ბრძოლის გაგრძელება უნდოდა.

გამიშვია თუ არა ოდესმე 11 გოლი? ეს ხუმრობაა? რა თქმა უნდა, ეს პირველი შემთხვევა იყო.

რას ვგრძნობ? შემომხედეთ, რა თქვა? არ მოვკვდები... ძლიერი უნდა ვიყო, რამდენიმე დღეში შემდეგი მატჩი მაქვს, მაგრამ 11 გოლი ბევრია...'' - კრისტიან ავრამი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში ნორვეგიამ მოლდოვას უმასპინძლა და 11:1 გაანადგურა. მატჩში ერლინგ ჰოლანდმა 5 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები