Belive

11 წლიანი ეპოქა სრულდება - ალბა ბარსელონადან მიდის

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" 34 წლის მარცხენა მცველი - ხორდი ალბა, სეზონის ბოლოს კატალონიურ კლუბში 11-წლიან კარიერას დაასრულებს.

ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში არაერთი ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა ავრცელებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით კატალონიურ კლუბს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ხორდი ალბა "ბარსელონას" ღირსებას 2012-წლიდან იცავს. მან კატალონიურ კლუბში 312 მატჩი ჩაატარა, სადაც 11-წლიან კარიერაში 18 ტიტული მოიგო და 17 გოლი გაიტანა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ კლუბში გააგრძლებს 34 წლის ესპანელი კარიერას, თუმცა ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია იმისა, რომ ალბა "ვალენსიაში" დაბრუნდეს.

სხვა სტატიები