Belive

11 თვე უგოლოდ - ჩემპიონთა ლიგაზე გრიზმანის დაბრუნების დროა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, კატალონიის "ბარსელონა" "პრაღის სლავიას" ეთამაშება - გრანდი აუტსაიდერის წინააღმდეგ. ეს გარემოება ხელს უწყობს ანტუან გრიზმანს, შეწყვიტოს 11-თვიანი მშრალი სერია ჩემპიონთა ლიგაზე და "ბარსელონას" მაისურით, ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანოს. დღევანდელ მატჩში, "ბლაუგრანას" მაისურით ლუის სუარესი არ ითამაშებს. შესაბამისად, მას ურუგვაელის ფუნქციების შესრულება დაევალება, რაც უმთავრესად, მეტოქის ნახევარზე აქტიურ პრესინგსა და გოლის გატანას ითვალისწინებს. უკანასკნელად გრიზმანმა ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გასულ სეზონში, "მონაკოს" წინააღმდეგ გაიტანა, როდესაც იგი "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა. გრიზმანი კატალონიელთა რიგებს ზაფხულში, €120 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში, ფრანგმა ფორვარდმა 13 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 4 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები