Belive

11 ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც 10/10 შეფასება დაიმსახურა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
თანამედროვე ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, კილიან მბაპეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "კამპ ნოუზე", "ბარსელონას" წინააღმდეგ ბენეფისი ჰქონდა - ახალგაზრდა ფრანგმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და შემდეგ ეტაპზე გასვლისკენ თავის გუნდს დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა. 22 წლის თავდამსხმელის დიდებული თამაში რეიტინგულმა ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა 10-ბალიანი სისტემიდან 9 ქულით შეაფასა, რაც არც ისე ხშირია, თუმცა კიდევ უფრო იშვიათია სრულფასოვანი შეფასების დამსახურება. მოდით გავიხსენოთ ის 11 ფეხბურთელი და 12 შემთხვევა, რომელმაც ერთ კონკრეტულ მატჩში 10/10 შეფასება მიიღეს.
  1. ფრენკ საუზე (საფრანგეთი U21) VS საბერძნეთი U21 - 1988
  2. ბრუნო მარტინი (საფრანგეთი U21) VS საბერძნეთი U21 - 1988
  3. ოლეგ სალენკო (რუსეთი) VS კამერუნი - 1994
  4. ლარს ვინდფილდი ("ორჰუსი") VS "ნანტი" 1997
  5. ლიონელ მესი ("ბარსელონა") VS "არსენალი" - 2010
  6. ლიონელ მესი ("ბარსელონა") VS ლევერკუზენის "ბაიერი" - 2012
  7. რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდის "ბორუსია") VS მადრიდის "რეალი" 2013
  8. კარლოს ედუარდო ("ნიცა") VS "გენგამი" - 2014
  9. ნეიმარი ("პსჟ") VS "გენგამი" - 2018
  10. დუშან ტადიჩი ("აიაქსი") VS მადრიდის  "რეალი" - 2019
  11. ლუკას მოურა ("ტოტენჰემი") VS "აიაქსი" - 2019
  12. სერჟ გნაბრი (მიუნხენის "ბაიერნი") VS "ტოტენჰემი" 2019

სხვა სტატიები